Სახლის ყიდვა საქართველოში
საქართველოში ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, რაც გასაკვირი არ არის, რადგან ბუნების სილამაზე და მრავალფეროვნება, მუდმივად განვითარებად ინფრასტრუქტურასთან ერთად, ისევე როგორც შედარებით დაბალი ფასები, ამ ქვეყანას ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველს ხდის არა მხოლოდ დამსვენებლებისთვის, არამედ მათთვისაც, ვისაც სურს საქართველოში სახლის/ბინის ყიდვა. სწორედ ამიტომ ჩვენ დღეს ვხვდებით უამრავ ადამიანს, ვისაც სურს საქართველოში სახლის ან აპარტამენტების შეძენა.
ამ სტატიაში „ვისტა ჯგუფი“ გაგაცნობთ ჩვენი კომპლექსის „ვილა ვისტა“-ს ინფრასტრუქტურის ყველა დადებით მხარეს. ქვემოთ წარმოგიდგენთ რამდენიმე ფაქტორს, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ:
- კომპლექსი „ვილა ვისტა“ მდებარეობს საქართველოში ყველაზე პოპულარული ტბის, „ბაზალეთის“ გვერდით.
- "ბაზალეთი" (900 მეტრი ზღვის დონიდან) თბილისიდან მხოლოდ 30 წუთის სავალ მანძილზეა.
- ბაზალეთის ტბის პოპულარობა ტურისტებს შორის სწრაფად იზრდება, ამიტომ საქართველოში, კერძოდ კი ბაზალეთის ტბაზე, სახლის ყიდვა ძალიან კარგი ინვესტიციაა ფინანსური მოგების თვალსაზრისით.
- ისტორიულად ეს ადგილი მრავალი საუკუნის მანძილზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იყო, რის გამოც იწვევდა ინტერესს სხვადასხვა დამპყრობელ ქვეყნას შორის, რომლებმაც ქართველი მეომრების სიმამაცის გამო ვერ მოახერხეს მისი დაპყრობა.
Საქართველოში ბაზალეთის ტბასთან სახლის ყიდვის უპირატესობები
ბაზალეთის ტბა საქართველოს დედაქალაქ თბილისიდან 60 კილომეტრში მდებარეობს. თუ გსურთ საქმიანი ცხოვრებისა და მშვიდი, უდარდელი დასვენების შეთავსება, მაშინ ვისტა ჯგუფის ერთ-ერთი ვილა იდეალური არჩევანია.
Villa Vista კომპლექსი მოიცავს კომფორტული ცხოვრების ყველა აუცილებელ წინაპირობას:
- 24/7 დაცვა. ტერიტორია კონტროლდება სადღეღამისო რეჟიმში, ასე რომ შეგიძლიათ არ იდარდოთ თქვენი ქონებისა და საყვარელი ადამიანების უსაფრთხოებაზე.
- რესტორნები. კომპლექსის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს რესტორანი. რესტორანში წარმოდგენილია მრავალფეროვანი, ძალიან გემრიელი სამზარეულო.
- სუპერმარკეტი და აფთიაქი. ყველაფერი, რაც პოტენციურად შეიძლება დაგჭირდეთ, ყოველთვის თქვენგან ორ ნაბიჯში იქნება.
- მედიკამენტების მიწოდების სერვისი - გადავწყვიტეთ დაგვემატებინა მედიკამენტების მიწოდება ჩვენს ერთ-ერთ სერვისად, რადგან ვაცნობიერებთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გქონდეთ მათზე სწრაფი წვდომა.
- საცურაო აუზები და სათამაშო მოედნები. გარდა იმისა, რომ თითოეულ სახლს თქვენი სურვილის შემთხვევაში ექნება საკუთარი საცურაო აუზი, კომპლექსს ასევე გააჩნია ორი დიდი საერთო საცურაო აუზი და 2 საბავშვო პარკი.
Სუფთა ჰაერი
Ჰაერის დაბინძურება თანამედროვე სამყაროს უდიდეს პრობლემას წარმოადგენს. ეს გამოწვეულია არა მხოლოდ ამ საკითხისადმი ადამიანების უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით, არამედ მუდმივი ტექნოლოგიური პროგრესითაც. ვილა ვისტას ტერიტორიაზე, თქვენ სამუდამოდ დაიცავთ თავს დაბინძურებული ჰაერისა და გამონაბოლქვი ნარჩენებისგან, რომლებითაც სავსეა დიდი ქალაქები და მეგაპოლისები.
Ბუნება
Აღსანიშნავია, რომ ულამაზესი და მრავალფეროვანი ბუნება არის არა მხოლოდ ბაზალეთის, არამედ მთლიანი საქართველოს სიამაყე, ხოლო Ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიის სილამაზე თვალშისაცემია ყველა სეზონის დროს.
Საინტერესო ღონისძიებები
ბაზალეთი არის ადგილი, რომელსაც ხშირად ირჩევენ სხვადასხვა ღონისძიების ჩასატარებლად. აქ იმართება სხვადასხვა ბიზნეს ფორუმები, კონცერტები და წვეულებები.
Სახლის ყიდვის ღირებულება საქართველოში
Რა ღირს სახლის/ აპარტამენტის ყიდვა საქართველოში? შესაძლოა, ესაა ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვა ტურისტებსა და საქართველოში უძრავი ქონების ყიდვის მსურველებს შორის. ამაზე პასუხი დამოკიდებულია რამდენიმე ფუნდამენტურ ფაქტორზე:
მდებარეობა. თუ განვიხილავთ უძრავი ქონების ღირებულებას თბილისში, მაშინ ფასი დიდწილად დამოკიდებულია ადგილმდებარეობაზე. რაც უფრო ახლოს არის ის ქალაქის ცენტრთან და რაც უფრო კარგია ინფრასტრუქტურა შერჩეულ ტერიტორიაზე, მით უფრო მაღალია ფასი. ყველაზე ძვირადღირებულია უძრავი ქონება შემდეგ რაიონებში: ვაკე, რუსთაველის გამზირი, მთაწმინდა, სოლოლაკი.
გარემო.გარემო. ხშირად, საქართველოში სახლის ყიდვისას ადამიანები ყურადღებას აქცევენ უშუალო გარემოს. სწორედ ამიტომ, ხშირად არჩევანი ზღვასთან, ტყესთან ან ტბასთან მდებარე სახლებზე კეთდება.
Კარკასის ტიპი. Კარკასის ტიპის მიხედვით გამოყოფენ უძრავი ქონების სამ ტიპს: შავი, თეთრი და მწვანე. There are 3 main types of real estate frames: black, white, and green.
- შავი კარკასი არის უძრავი ქონების სახეობა კომუნიკაციების, კანალიზაციის, ელექტროენერგიის და ა.შ გარეშე.
- თეთრი კარკასი - არის უძრავი ქონება, რომელიც მოიცავს ყველა სახის კომუნიკაციას. თეთრი კარკასის შეძენის შემთხვევაში მაინც გიწევთ კოსმეტიკური რემონტის ჩატარება.
- მწვანე კარკასი არის ყველაზე მიმზიდველი ტიპის უძრავი ქონება პოტენციური მყიდველებისთვის. ამ ტიპის ქონებათეთრი კარკასის გაუმჯობესებულ ვერსიას წარმოადგენს. Villa Vista-ს პროექტის ფარგლებში ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ მწვანე კარკასის მქონე ვილებს საცურაო აუზით, პარკირებით, ყველა საჭირო კომუნიკაციით და, სურვილის შემთხვევაში, რემონტითა და ავეჯით.