თუ გსურთ სახლის გაქირავება საქართველოში ფინანსური მოგების მიზნით, ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი კი ფინანსური შემოსავალია. შემოსავალი, რომელსაც აიღებთ, უნდა ფარავდეს ყველა დანახარჯს და ტოვებდეს მოგებას. ქირის ღირებულების დადგენა ხდება საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით. აუცილებლად უნდა დარწმუნდეთ, რომ თქვენი პოტენციური შემოსავალი აღემატება თქვენს დანახარჯებს. გარდა ამისა, სასურველია ისწავლოთ რისკ-მენეჯმენტი, გქონდეთ შემუშავებული დამქირავლებლების გადახდების კონტროლის სისტემა და ა.შ.
პოტენციური დამქირავებლების მოსაზიდად საჭიროა სწორი მარკეტინგი და პოზიციონირება. თუმცა, ფასი მაინც ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად რჩება. ის არ უნდა იყოს საბაზროზე ბევრად მეტი ან ნაკლები. ადეკვატური ფასის დასადგენად საჭიროა ქონების წინასწარი შეფასება. განცხადებაში ასახული ფასი უნდა წარმოადგენდეს რეგიონში შესადარებელი უძრავი ქონების საშუალო ღირებულებას.
ჩვენმა გუნდმა წინასწარ იზრუნა თქვენი ინვესტიციიდან პოტენციური ბრუნვის მიმოხილვაზე. გარდა ამისა, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დაგეხმაროთ ყველა საჭირო პროცედურის ორგანიზებაში, რომელიც დაგჭირდებათ თქვენი სახლის გასაქირავებლად საქართველოში, ბაზალეთის ტბაზე, მათ შორის შემდეგი მეთოდების დახმარებით.
მაღალი ხარისხის ფოტოების გადაღება. მაღალი ხარისხის ფოტოები ზრდის პოტენციური დამქირავებლების მოძიების ალბათობას. სტატისტიკურად, HQ სურათებს მოაქვთ ფოტოზე 139%-მდე მეტი კლიკი. თქვენი გასაქირავებელი ქონების სწორი ფოტოები მას მნახველებისთვის გამორჩეულს გახდის. გარდა ამისა, ჩვენ მოვამზადებთ მიმზიდველ აღწერას, რომელიც სახლის გაქირავების პროცესში ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია.
მარკეტინგული სტრატეგიის შექმნა გულისხმობს დამქირავებელთა კატეგორიების იდენტიფიცირებას, სამიზნე აუდიტორიის გამოვლინებასა და სწორ სეგმენტირებას. როდესაც გვეცოდინება ვინ არიან ჩვენი პოტენციური დამქირავებლები და გვექნება მათი ზუსტი პორტრეტი, შევძლებთ მათვის ისეთი შეთავაზების გაკეთებას, რომელზეც უარს ვერ იტყვიან. მარკეტინგული სტრატეგიის შექმნისას ვითვალისწინებთ ასაკობრივ ჯგუფებს, დემოგრაფიას, ინტერესებს, მდებარეობას და სხვა ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენენ პოტენციური დამქირავებლების არჩევანზე.
მეტიც, ვისტა ჯგუფის გუნდი იყენებს კომპანიის სოციალურ პლატფორმებს თქვენი ქონების შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად, რადგან სოციალური მედია საკმაოდ ძლიერმარკეტინგულ ინსტრუმენტს წარმოადგენს. გარდა ამისა, საჭიროების შემთხვევაში, შეგვიძლია დავგეგმოთ სარეკლამო კამპანიები, რათა თქვენ შეძლოთ გაქირავება იმაზე უფრო სწრაფად ვიდრე ელოდით.. გარდა ამისა, ჩვენ გამოვიყენებთ სინდიკატური კატეგორიზაციის მეთოდს, რათა თქვენი უძრავი ქონება ადვილად პოვნადი გახდეს პოტენციური დამქირავებლისთვის.
სახლის გაქირავების პროცესში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია საიჯარო ქირის შეგროვება. ქირის შეგროვების რამდენიმე გზა არსებობს, მათ შორის: ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორება.
ელექტრონული გადახდები ბევრად უსაფრთხოა, ვიდრე ნაღდი ანგარიშსწორება და მოითხოვს შედარებით მცირე დროს. გამქირავებელთა უმეტესობა უპირატესობას ანიჭებს სწორედ ელექტრონული გადახდების მეთოდს.
საიჯარო ქირის შეგროვების კიდევ ერთი გზაა იჯარის ავტომატური შეგროვების სერვისის გამოყენება. ეს სერვისი დაგეხმარებათ შეაგროვოთ თითოეული დამქირავებლის ქირა მათთან ვიზიტის გარეშე.
სერვისით სარგებლობისას შეძლებთ თავიდან აიცილოთ შეგროვებასთან დაკავშირებული რუტინული პროცესი.
ვისტა ჯგუფი ყოველთვის თქვენ სამსახურშია, რათა გაგიწიოთ დახმარება, შეარჩიეთ იჯარის შეგროვების ის სერვისი, რომელიც თქვენი უძრავი ქონებიდან იჯარის შეუფერხებელ მიღებას ყველაზე მარტივს და კომფორტულს გახდის.
თუ თქვენ ხართ უძრავი ქონების მესაკუთრე და გსურთ მისი გაქირავება, უნდა იცოდეთ საგადასახადო პირობები.. უძრავი ქონების გაქირავება განიხილება შემოსავლის გენერირების წყაროდ და შესაბამისად, გადასახადებსაც ექვემდებარება.
საქართველოში ბინის ან კერძო სახლის საცხოვრებლად გაქირავება იბეგრება 5%-იანი საშემოსავლო გადასახადით. ასევე, თუ აპირებთ თქვენი სახლის გაქირავებას, დარწმუნდით, რომ აქირავებთ მას მისი სამართლიანი საბაზრო ღირებულებით.
მეტიც, ყოველწლიურ საგადასახადო დეკლარაციაში აუცილებლად უნდა აისახოს იჯარის შემოსავალი.
მიუხედავად იმისა, რომ სახლის გაქირავება პასიური შემოსავლის იდეალურ წყაროს წარმოადგენს, ეს პროცესი არც თუ ისეთი მარტივია. Სწორედ ამიტომ, Ვისტა გრუფი მუდამ მზად არის დაგეხმაროთ ტექნიკურ, იურიდიულ და ბუღალტრულ საკითხებში.
2022 All Rights Reserved By Vista Group LLC